CONNECTED by Lana Tsagareishvili

გზა თავისუფლებისკენ

დანაშაულისირცხვილიკავშირითავისუფლება

პრაქტიკული სასწავლო პროცესი | შემოდგომა 2026


რატომ შეიქმნა ეს პროგრამა

ჩვენ ყველას ორი საჭიროება მუდამ გვამოძრავებს: თავისუფლება და სიყვარული.

ბავშვობაში ხშირად ამ ორს შორის არჩევანს ვაკეთებთ და თითქმის ყოველთვის სიყვარულს ვირჩევთ — თავისუფლების ფასად.

პარადოქსი ის არის, რომ როდესაც საკუთარი თავის დაკარგვის ფასად ვცდილობთ კავშირის შენარჩუნებას, სწორედ ის კავშირი ზიანდება, რომლის გადარჩენასაც ვცდილობდით.

ეს ამბავი ბავშვობაში არ სრულდება. ის ჩვენს ზრდასრულ ურთიერთობებშიც გრძელდება. და ყოველ ჯერზე, როცა თავისუფლებას ვთმობთ, ჩნდება სირცხვილი. ის ჩნდება მაშინაც, როცა საკუთარ თავს ვირჩევთ და სიყვარულს ვთმობთ.

ზრდასრულობა იწყება იქ, სადაც იბადება კითხვა: როგორ დავრჩე თავისუფალი ისე, რომ შევინარჩუნო კავშირი?

რაც მეტად თავისუფლდება ადამიანი, მით მეტად ღრმავდება და ცოცხლდება მისი ურთიერთობები

რატომ სირცხვილი

სირცხვილი ერთ-ერთი ყველაზე განდევნილი ემოციაა და ყველაზე დიდი გამოწვევა თავისუფლების გზაზე. მკვლევარმა, ბრენე ბრაუნმა მას ემოციების მბრძანებელიც კი უწოდა.

სირცხვილი ხშირად მხოლოდ ზედაპირია. მის ქვეშ კი იმალება შიში, დანაშაული, გლოვა, ერთგულება და სიყვარული. ის გვართმევს ძალას და ეღობება სიყვარულს.

რა კავშირშია სირცხვილი და ლიდერობა

თუ საკუთარ ცხოვრებაში ვერ ვბედავთ ვთქვათ: „არ ვიცი.“ „დამეხმარე.“ „ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია.“ — ამის თქმა უფრო რთულია ლიდერის როლში.

დიდი ხნის განმავლობაში წარმატებულ ლიდერად ითვლებოდა ის, ვინც უკეთ აკონტროლებდა ადამიანებს, პროცესებს, ინფორმაციას, ემოციებს. ლიდერობა ძალაუფლებასა და კონტროლზე იყო აგებული.

ამ მიდგომამ შექმნა ძლიერი ორგანიზაციები, მაგრამ პროცესში ადამიანებმა დათმეს საკუთარი ავთენტურობა, საჭიროებები და ემოციები. ბევრმა დაკარგა კავშირი საკუთარ თავთან, სხვებთან და იმ ენერგიასთან, რომელიც ცოცხალ თანამშრომლობას ქმნის.

დღეს სამყარო ახალ მოთხოვნებს გვიყენებს. გარემო უფრო სწრაფი, ურთიერთდაკავშირებული და კომპლექსური გახდა.

თანამედროვე ლიდერობა სულ უფრო მეტად ეყრდნობა: ემოციურ სიმწიფეს; ძალაუფლების პასუხისმგებლიან გამოყენებას; სწავლისა და ცვლილებისთვის მუდმივ მზადყოფნას.

მომავლის ლიდერის წარმატებას სულ უფრო ნაკლებად განსაზღვრავს მხოლოდ ცოდნა. უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რამდენად თავისუფალია ის შინაგანად. რამდენად გახსნილია მისი გული.

„წარსულში სამუშაოს მთავარი ძალა კუნთები იყო, ახლა — გონებაა, მომავალში კი ყველაზე მნიშვნელოვანი გული იქნება."

— მინუშ შაფიკი, ლონდონის ეკონომიკის სკოლის (LSE) დირექტორი
როგორ ვლინდება სირცხვილი
პირად ცხოვრებაში
  • პერფექციონიზმი და ძლიერი თვითკრიტიკა
  • საკუთარი სურვილებისა და საჭიროებების იგნორირება
  • „კი"-ს თქმა, როცა სინამდვილეში „არა" გინდა
  • საკუთარი წარმატების გაუფასურება
  • საკუთარი თავის სხვებთან შედარება
  • დახმარების თხოვნის სირთულე
  • გადამეტებული დამოუკიდებლობა — „არავინ მჭირდება"
  • სიახლოვისა და მოწყვლადობის შიში
  • გადამეტებული მუშაობა საკუთარი ღირებულების დასამტკიცებლად
  • სიყვარულისა და მადლიერების მიღების სირთულე
სამსახურში
  • პერფექციონიზმი და თვითმარქვიას სინდრომი
  • ემოციური დისტანცირება
  • შეცდომების დამალვა და შეცდომის დაშვების შიში
  • გადაბრალების კულტურა
  • კულისებში საუბარი და ინფორმაციის დაფარვა
  • „არ ვიცი" და „დამეხმარეთ" თქმის შიში
  • რთული საუბრებისა და კონფლიქტების თავიდან არიდება
  • უკუკავშირის მიღებისა და გაცემის შიში
  • გადამეტებული კონტროლი და მიკრომენეჯმენტი
  • რისკისა და ექსპერიმენტებისგან თავის არიდება

თუ ამ სიიდან რამდენიმე მაინც გეცნობა, შესაძლოა, შენთვის მოვიდა დრო, შეხვდე შენს სირცხვილს


როგორია გზა

სირცხვილი და კავშირი

ფოკუსშია:

  • სირცხვილი და დანაშაული
  • ემოციები და ემპათია
  • პასუხისმგებლობა და არჩევანი
  • შინაგანი თავისუფლება
პირადი ცხოვრებაპროფესიული ცხოვრება

კონფლიქტი და კავშირი

ფოკუსშია:

  • არაძალადობრივი კომუნიკაცია
  • მოსმენა და თვითგამოხატვა
  • სიახლოვე და საზღვრები
  • ურთიერთობები და ლიდერობა
პირადი ცხოვრებაპროფესიული ცხოვრება

ორივე პროგრამაში ვიკვლევთ ერთსა და იმავე ორ სივრცეს — პირად და პროფესიულ ცხოვრებას, რადგან თითოეულ მათგანს თავისი ურთიერთობის დინამიკა და სისტემური კანონზომიერებები აქვს.

სირცხვილი და კავშირი და კონფლიქტი და კავშირი საერთო განვითარების გზის ნაწილია. ისინი ერთმანეთთან შინაარსობრივად არის დაკავშირებული, თუმცა თითოეული დამოუკიდებელი სასწავლო პროცესია და დამოუკიდებლადაც სრულფასოვან გამოცდილებას ქმნის.

გზის ბოლოს შეიძლება პირველად შენიშნო, რომ
სადაც სირცხვილი იყო, გაჩნდა თავისუფლება
სადაც დანაშაულის განცდა იყო, გაჩნდა ახალი არჩევანი
სადაც თვითგანსჯა და თვითსაბოტაჟი იყო, გაჩნდა ზრუნვა და პასუხისმგებლობა
სადაც კონტროლი და თავდაცვა იყო, გაჩნდა ღრმა მოსმენა, გულწრფელი თვითგამოხატვა და კავშირი
სადაც კონფლიქტი საფრთხედ აღიქმებოდა, გაჩნდა თვითრეფლექსიისა და ზრდის შესაძლებლობა
სადაც დაძაბულობა და დისტანცია იყო, გაძლიერდა სიახლოვე და ნდობა
აირჩიე შენი გზა

ამ პროგრამაში შეგიძლია აირჩიო ერთი ან რამდენიმე ფორმატი. ისინი ერთმანეთს არ ცვლის — თითოეული განსხვავებულ საჭიროებას პასუხობს.

ჯგუფური ფორმატი

თუ შენთვის მნიშვნელოვანია სწავლა ურთიერთობებში, ეს ფორმატი საუკეთესო არჩევანია. ჯგუფში საკუთარ თავს სხვებთან ურთიერთობაში ხედავ. სწავლობ არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა მონაწილეების გამოცდილებიდან. უსაფრთხო სივრცეში ცდი ახალ ქცევებს და ამჩნევ, როგორ იცვლება შენი ურთიერთობები.

ინდივიდუალური ფორმატი

თუ ახლა კონკრეტულ საკითხზე გინდა სიღრმისეული მუშაობა, აირჩიე ინდივიდუალური ფორმატი. მთელი ყურადღება შენზეა. პროცესი შენს თემას, ტემპს და საჭიროებებს ერგება.

ინტეგრირებული ფორმატი

თუ გინდა მაქსიმალური სიღრმე, ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის გაერთიანება საუკეთესო არჩევანია. ჯგუფში სწავლობ ურთიერთობებს. ინდივიდუალურ სესიებზე ამუშავებ იმას, რაც ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვნად გამოჩნდა.

სიახლე

მე+1 ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი

ახლობელ ადამიანებს შორისაც ყოველთვის ჩნდება დაუნახავი ტკივილი, მოლოდინები, შიში, რომელთა გახმოვანებაც არ არის ადვილი.

როდესაც ასეთი დიალოგი მიმდინარეობს უსაფრთხო სივრცეში, არაძალადობრივი კომუნიკაციის პრინციპებზე დაყრდნობით, ურთიერთობა ხშირად ახალ სიცოცხლეს იწყებს.

გაქვს შესაძლებლობა, შემოდგომის პროგრამაში მოიწვიო შენთვის მნიშვნელოვანი ერთი ადამიანი — პარტნიორი, მეგობარი, ოჯახის წევრი, კოლეგა ან ნებისმიერი, ვისთან ურთიერთობის გაღრმავებაც შენთვის ღირებულია.


ღირებულება

სირცხვილი, კავშირი და გზა თავისუფლებისკენ

პერიოდი: ოქტომბერი–ნოემბერი 2026 განრიგი: ყოველ ხუთშაბათს 18:30–22:30 რეგისტრაცია: დაიწყება სექტემბერში 2026
1500 ₾
მხოლოდ ჯგუფში მუშაობა

6 შეხვედრა, კვირაში ერთხელ · ონლაინ, ~4 საათი

1700 ₾
მხოლოდ ინდივიდუალური სესიები

5 ინდივიდუალური სესია · ონლაინ ~1.5 საათი

*მხოლოდ 5 ადგილი

2600 ₾
ინტეგრირებული

ჯგუფური პროცესი + 5 ინდივიდუალური სესია

კონფლიქტი და კავშირის ენა

პერიოდი: 15 სექტემბერი – 24 ნოემბერი განრიგი: სამშაბათობით 18:30–22:30 რეგისტრაცია: 25 აგვისტომდე
2700 ₾
მხოლოდ ჯგუფში მუშაობა

6–18 მონაწილე · 9 შეხვედრა, 3 თვე · 2 ონლაინ + 1 პირისპირ თვეში

3650 ₾
ინტეგრირებული

ჯგუფური პროცესი + 5 ინდივიდუალური სესია

*მხოლოდ 5 ადგილი

ვინ გამიკვალა გზა

ეს გზა წარმოადგენს რამდენიმე საერთაშორისო პრაქტიკის სინთეზს

Nonviolent Communication (NVC)

ურთიერთობები და არაძალადობრივი კომუნიკაცია. გამოყენებულია მარშალ როზენბერგის მეთოდოლოგია; სარა პეიტონის და იორამ მოზენსონის მიდგომები

გამბედაობა ლიდერობაში

გამოყენებულია ბრენე ბრაუნის კვლევები და ლიტერატურა. მიკი კაშტანის სისტემური ლიდერობის მიდგომები

Systemic Constellations

სისტემური განლაგებები. გამოყენებულია ბერტ ჰელინგერის მეთოდოლოგია და ელენა ვესელაგოს, მათიას ფონ კიბედის, ინსა შპარერის სისტემური ხედვები

ლანა ცაგარეიშვილის შესახებ
ლანა ცაგარეიშვილი

ბავშვობიდან ერთი რამ მაოცებდა: ყველაზე ძლიერად სწორედ ის მიზიდავდა, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა. რაც უფრო ძლიერი იყო მასთან შეხვედრის სურვილი, მით უფრო ძლიერდებოდა შიშიც. ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ აღარ ვმოძრაობდი. სურვილი კი არსად წასულა — ის ისევ ჩემში იყო, მაგრამ მე მისკენ ვეღარ მივდიოდი.

სწორედ ამ უძრაობაში დაიბადა კითხვა: როგორ დავრჩე კავშირში ჩემს სურვილთან, ჩემს შიშთან და იმ სიცოცხლესთან, რომელიც ჩემში მოძრაობას ცდილობს? როგორ არ გავიყინო მაშინ, როცა ყველაზე მეტად მინდა თავისუფლად ვიმოძრაო?

ამ კითხვამ მიმიყვანა არაძალადობრივ კომუნიკაციასთან, კონფლიქტის კვლევასთან, სისტემურ კონსტელაციებთან, ლიდერობის განვითარებასთან და იმ მრავალწლიან ძიებასთან, რომელიც დღემდე გრძელდება.

ამ გზაზე დავინახე, რომ შიში შემთხვევით არ ჩნდება. ის ხშირად იცავს იმას, რაც ჩემში ყველაზე ძვირფასია. ამიტომ დღეს ჩემი მიზანი არც შიშის დამარცხებაა და არც სურვილის დათრგუნვა. დღეს ისეთ სივრცეებს ვქმნი, სადაც მეც და სხვებსაც შეგვიძლია შევხვდეთ ჩვენს შიშს, ჩვენს სურვილს და იმ სიცოცხლეს, რომელიც ჩვენში მოძრაობას ცდილობს. იქ, სადაც ეს კავშირი აღდგება, იბადება ახალი არჩევანი. არჩევანთან ერთად კი — მოძრაობაც.

„გზა თავისუფლებისკენ“ ამ ძიების ერთ-ერთი ნაყოფია.

თუ მზად ხარ ამ გზისთვის

დაასკანერე QR-კოდი და დაჯავშნე შენი ადგილი

რეგისტრაციის QR კოდი

თუ გაქვს კითხვები